Thursday, March 19, 2009

DEEP PURPLE


როგორც ვხედავთ მაინც არ ვეშვები მუსიკის თემას. კვლავ როკ-მუსიკას ვეხები. მომდევნო ჯგუფი არის DEEP PURPLE. ძალიან მაგარი ჯგუფია და მათი ყველაზე მაგარი სიმღერა არის "Child in time"......

დიფ ფარფლი
არის ინგლისური ჰარდ როკ ჯგუფი. ჯგუფის სახელი წარმოსდგება პიტერ დე როუზის სიმღერა დიფ ფარფლიდან. დღესდღეობით გაყიდულია ჯგუფის 100 მილიონზე მეტი ალბომი. დიფ ფარფლი ლედ ზეპელინსა და ბლექ საბათთან ერთად ითვლება ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში.

ჯგუფის შექმნა

1967 წელს ჯგუფ სერჩერსის ყოფილი დრამერი კრის კურტისი დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდს იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ახალი ჯგუფის შექმნაში. ედვარდსმა თანხმობა განაცხადა დაფინანსებაზე თავის ორ პარტნიორ : ჯონ კოლეტასა და ჯონ ჰაირთან ერთად. (ჰაირი-ედვარდსი-კოლეტა H-E-C ენტერფრაისი)

კურტისი შეუდგა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლის სახელი იყო რაუნდებაუთი. პირველი ვინც ჯგუფს შეუერთდა იყო ჯონ ლორდი . შემდგომ კურტისმა დაითანხმა გიტარისტი რიჩი ბლექმორი დაბრუნებულიყო ჰამბურგიდან და მიეღო მონაწილეობა მოსმენაში ახალი ჯგუფის შექმნის მიზნით. კურტისი მალე ჩამოშორდა ჯგუფს, მაგრამ ბლექმორმა და ლორდმა გაგრძელეს მუშაობა H-E-C ენტერფრაისთან და ჯგუფში მიღეს ბას-გიტარისტი ნიკ სიმპერი, მოგვიანებით კი ვოკალისტი როდ ევანსი და დრამერი იან პეისი. 1968 წლის გაზაფხულს დანიაში ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჯგუფოსთვის დაერქვათ დიფ ფარფლი (იდეა რიჩი ბლექმორს ეკუთვნოდა)

1968 წლის ტურნე აშშ-ში ჯგუფისთვის წარმატებული გამოდგა. სიმღერა Hush (Hush) სადებიუტო ალბომიდან Shades of Deep Purple დიფ ფარფლის პირველ ჰიტად მიჩნევა. მეორე ალბომის The Book of Taliesyn გამოსვლა დაემთხვა ჯგუფის ამერიკაში ტურნეს პერიოდს . ინგლისში ის მხოლოდ შემდეგ წელს გამოჩნდა. 1969 წელს გამოვიდა მესამე ალბომი Deep Purple. ინგლისში ეს ალბომი ჰარვესთ რექორდსმა გამოუშვა, ამერიკაში კი - ტეტრაგრამატონმა. ამ უკანასკნელს პრობლემები შექმნა, რადგან ალბომის ყდისთვის გამოყენებული სურათი ჰიერონიმუს ბოსხის ტკბობის ბაღი ვატიკანს ეკუთვნოდა. საბოლოდ ტეტრაგრამატონი გაკოტრდა, როცა ალბომის ჯერ კიდევ უშვებდნენ. სამი ალბომის გამოშვების და ამერიკაში ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ როდ ევანსი და ნიკ სიმპერი უცერემონიოდ გაძევეს, მათ ნაცვლად კი ვოკალისტი იან გილანი და ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი მიღეს. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემადგენლობა. ჯგუფის ამ შემადგენლობამ გამოუშვა საკონცერტო ალბომი Concerto for Group and Orchestra, სრული სამ მოქმედებიანი ნაწარმოები, რომლის ავტორიც ჯონ ლორდი არის. დიფ ფარფლმა ეს ნაწარმოები სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა სამეფო ალბერტ ჰოლში (დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი). ეს იყო როკ ჯგუფისა და ორკესტრის ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, თუმცა, იმ დროისთვის, დიფ ფარფლის ზოგიერთი წევრი (განსაკუთრებით რიჩი ბლექმორი) არცთუ მოხარული იყო იმით, რომ მათი ჯგუფი მოიხსენიებოდა როგორც "ჯგუფი, რომელიც ორკესტრთან ერთად უკრავდა". მათ განზრახული ჰქონდათ ჯგუფის განვითარება უფრო ვიწრო, ჰარდ როკ სტილში.

მომდევნო ჯგუფი ალბათ ბლექ საბატი იქნება დროებით....

1 comment:

  1. ძალიან კარგი ბლოგია, მომწონს :) მწვანეს შენი მუსიკა უხდება :)
    შემოგვიერთდი facebook_ზე green page_ია.
    www.facebook.com/MakeWorldGreener

    ReplyDelete