Monday, March 30, 2009

H_A_L_L_O_W_E_E_N

რაღაც მომბეზრდა მუსიკის თემა და გადავწყვიტე ევროპისა და ამერიკის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულებზე დავწერო. H__A__L__L__O__W__E__E__N




H a l l o w e e n
ჰელოუინი (ინგლ.
Halloween) არის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

დღესასწაულის ელემენტები რდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს.

Thursday, March 19, 2009

DEEP PURPLE


როგორც ვხედავთ მაინც არ ვეშვები მუსიკის თემას. კვლავ როკ-მუსიკას ვეხები. მომდევნო ჯგუფი არის DEEP PURPLE. ძალიან მაგარი ჯგუფია და მათი ყველაზე მაგარი სიმღერა არის "Child in time"......

დიფ ფარფლი
არის ინგლისური ჰარდ როკ ჯგუფი. ჯგუფის სახელი წარმოსდგება პიტერ დე როუზის სიმღერა დიფ ფარფლიდან. დღესდღეობით გაყიდულია ჯგუფის 100 მილიონზე მეტი ალბომი. დიფ ფარფლი ლედ ზეპელინსა და ბლექ საბათთან ერთად ითვლება ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში.

ჯგუფის შექმნა

1967 წელს ჯგუფ სერჩერსის ყოფილი დრამერი კრის კურტისი დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდს იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ახალი ჯგუფის შექმნაში. ედვარდსმა თანხმობა განაცხადა დაფინანსებაზე თავის ორ პარტნიორ : ჯონ კოლეტასა და ჯონ ჰაირთან ერთად. (ჰაირი-ედვარდსი-კოლეტა H-E-C ენტერფრაისი)

კურტისი შეუდგა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლის სახელი იყო რაუნდებაუთი. პირველი ვინც ჯგუფს შეუერთდა იყო ჯონ ლორდი . შემდგომ კურტისმა დაითანხმა გიტარისტი რიჩი ბლექმორი დაბრუნებულიყო ჰამბურგიდან და მიეღო მონაწილეობა მოსმენაში ახალი ჯგუფის შექმნის მიზნით. კურტისი მალე ჩამოშორდა ჯგუფს, მაგრამ ბლექმორმა და ლორდმა გაგრძელეს მუშაობა H-E-C ენტერფრაისთან და ჯგუფში მიღეს ბას-გიტარისტი ნიკ სიმპერი, მოგვიანებით კი ვოკალისტი როდ ევანსი და დრამერი იან პეისი. 1968 წლის გაზაფხულს დანიაში ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჯგუფოსთვის დაერქვათ დიფ ფარფლი (იდეა რიჩი ბლექმორს ეკუთვნოდა)

1968 წლის ტურნე აშშ-ში ჯგუფისთვის წარმატებული გამოდგა. სიმღერა Hush (Hush) სადებიუტო ალბომიდან Shades of Deep Purple დიფ ფარფლის პირველ ჰიტად მიჩნევა. მეორე ალბომის The Book of Taliesyn გამოსვლა დაემთხვა ჯგუფის ამერიკაში ტურნეს პერიოდს . ინგლისში ის მხოლოდ შემდეგ წელს გამოჩნდა. 1969 წელს გამოვიდა მესამე ალბომი Deep Purple. ინგლისში ეს ალბომი ჰარვესთ რექორდსმა გამოუშვა, ამერიკაში კი - ტეტრაგრამატონმა. ამ უკანასკნელს პრობლემები შექმნა, რადგან ალბომის ყდისთვის გამოყენებული სურათი ჰიერონიმუს ბოსხის ტკბობის ბაღი ვატიკანს ეკუთვნოდა. საბოლოდ ტეტრაგრამატონი გაკოტრდა, როცა ალბომის ჯერ კიდევ უშვებდნენ. სამი ალბომის გამოშვების და ამერიკაში ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ როდ ევანსი და ნიკ სიმპერი უცერემონიოდ გაძევეს, მათ ნაცვლად კი ვოკალისტი იან გილანი და ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი მიღეს. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემადგენლობა. ჯგუფის ამ შემადგენლობამ გამოუშვა საკონცერტო ალბომი Concerto for Group and Orchestra, სრული სამ მოქმედებიანი ნაწარმოები, რომლის ავტორიც ჯონ ლორდი არის. დიფ ფარფლმა ეს ნაწარმოები სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა სამეფო ალბერტ ჰოლში (დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი). ეს იყო როკ ჯგუფისა და ორკესტრის ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, თუმცა, იმ დროისთვის, დიფ ფარფლის ზოგიერთი წევრი (განსაკუთრებით რიჩი ბლექმორი) არცთუ მოხარული იყო იმით, რომ მათი ჯგუფი მოიხსენიებოდა როგორც "ჯგუფი, რომელიც ორკესტრთან ერთად უკრავდა". მათ განზრახული ჰქონდათ ჯგუფის განვითარება უფრო ვიწრო, ჰარდ როკ სტილში.

მომდევნო ჯგუფი ალბათ ბლექ საბატი იქნება დროებით....

Wednesday, March 18, 2009

LED ZEPPELIN


ლედ ზეპელინი --- ინგლისური როკ ჯგუფი დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი. ლედ ზეპელინი დიფ ფარფლსა და ბლექ საბათთან ერთად ითვლება მძიმე როკის ერთ-ერთ პიონერად და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში.

1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო, თუმცა ის კვლავ რჩება ერთ-ერთ საუკეთესო და ლეგენდარულ ჯგუფად როკ სამყაროში. ეს განაპირობა ჯგუფის კომერციულმა წარმატებამ, მიღწევებმა და მისმა გავლენამ სხვა შემსრულებლებზე. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.

2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.

led zeppelin-ი 70-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია.

I LOVE THIS SONGS---"Stairway to heaven", "immigrant song".

THE BEATLES


THE BEATLES-ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი როკ-ჯგუფი:

ბითლზი — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ- და როკ-ჯგუფი ლივერპულიდან, ინგლისი; დღემდე მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათმა ნოვატორულმა ტექნიკამ და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მიმდინარეობა, მათი გავლენა პოპ-კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ჯონ ლენონის (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში "ბრიტანული შემოსევის" პიონერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი საწყისი მუსიკალური სტილი 1950-იანი წლების როკ-ენდ-როლსა და ადგილობრივ სკიფლს ეფუძნებოდა, ჯგუფის შემოქმედება დროთა განმავლობაში გასწვდა ისეთ ჟანრებს, როგორიცაა ტინ პენ ელი და ფსიქოდელიური როკი. მათი ჩაცმის სტილი და განცხადებები საზოგადოებისთვის მოდის მიმართულების განმსაზღვრელი იყო, ხოლო მათი მზარდი სოციალური აქტიურობა 1960-იანი წლების სოციალურ და კულტურულ რევოლუციებზეც ტოვებს კვალს. 1970 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ, თითოეულმა წევრმა სოლო კარიერა გააგრძელა.

ბიტლზის დაშლისა და ცოლის მოყვანის შემდეგ ლენონმა სოლო დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი სიკვდილისა ალბათ ჩემი აზრით იოკო-ონოს ცოლად მოყვანა გახდა. რომ არა იოკო ლენონი არც ნიუ-იორკში წავიდოდა და არც ფსიქოლოგიური გიჟი არ მოკლავდა მას.

ჯონ ლენონი დაიბადა ლივერპულში, ჯულია ლენონისა და ალფ ლენონის ოჯახში.ლენონის მამამ, საქმიანობით მეზღვაურმა, მიატოვა ოჯახი, როდესაც ჯონი ხუთი წლის იყო.წლების შემდეგ ლენონი შევხდა მას, ბიტლომანიის პერიოდში.ორივე მშობელს მუსიკალური ფესვები და გამოცდილება გააჩნდათ, თუმცა არც ერთი არ გაჰყვა მუსიკას.

(rock)

Monday, March 16, 2009

გამარჯობა! ესე იგი და ამგვარად ამ ბლოგის თემა არ ვიცი რა იქნება. ნელ ნელა მომივა მუზა ალბათ. პირველ რიგში ალბათ მაინც მუსიკის თემას შევეხები და ჩემი საყვარელი მუსიკოსების შესახებ დავწერ. აბა დროებით!